მეტეოროლოგიური პირობების გამო, დაზიანდა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის კუთვნილი 35 კვ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი. ამის შესახებ ინფორმაციას ენერგო-პრო ჯორჯია ავრცელებს.
"ავარია ფიქსირდება ასევე სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს 10 და 0,4 კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზებზე, რის გამოც ელექტრომომარაგება შეეზღუდა ქ. სიღნაღს და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს.
ტექნიკური სამსახურის ინფორმაციით, გადამცემი ხაზი რთულ რელიეფზე გადის, რაც აღდგენითი სამუშაოების წარმოებისას მოითხოვს დამატებით დროს და ძალისხმევას.
ადგილზე მობილიზებულია როგორც სახელმწიფო ელექტროსისტემის, ასევე სს "ენერგო- პრო ჯორჯია"-ს ტექნიკური სამსახური და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
დაზიანების სირთულიდან გამომდინარე, ქ. სიღნაღისა და მიმდებარე სოფლების ენერგომომარაგება ეტაპობირვად დღის ბოლომდე აღდგება", - ნათქვამია განცხადებაში.