ამერიკელი სენატორების დელეგაცია ჩინეთში ჩავიდა.
ამერიკელი სენატორების ორპარტიული დელეგაცია, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერის ჩაკ შუმერის ხელმძღვანელობით, შაბათს ჩინეთის ქალაქ შანხაიში ჩავიდა.
ჩინეთის დედაქალაქში გამგზავრებამდე შუმერი ამერიკელ სენატორებთან ერთად შანხაიში ქალაქის მაღალჩინოსნებთან გამართავს შეხვედრებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სენატორების მოგზაურობა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის დიალოგს შეუწყობს ხელს და პოზიტიური გავლენა ექნება ჩინეთი-აშშ-ის ურთიერთობებზე. ჩინეთის შემდეგ სენატორების დელეგაცია სამხრეთ კორეასა და იაპონიას ეწვევა.