NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ჩრდილოატლანტიკური მისიის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ Twitter-ზე NATO-ს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი წერს. გაიზრდება წვრთნებში მონაწილე ერაყელი სამხედროების რიცხვიც, წვრთნების ადგილმდებარეობა კი ბაღდადის ფარგლებს გასცდება.
„გადავწყვიტეთ, გავაფართოვოთ ერაყში NATO-ს საწვრთნელი მისია, რათა დავეხმაროთ ერაყს ტერორიზმთან ბრძოლაში. მისიის შემადგენლობა 500-დან 4 000 სამხედრომდე გაიზრდება. NATO-ს მისია ერაყის მთავრობასთან კონსულტაციას განაგრძობს“, - წერს სტოლტენბერგი.