საქართველო ისრაელზე ტერორისტულ თავდასხმას გმობს და ქვეყანას სრულ სოლიდარობას უცხადებს

საქართველო ისრაელზე ტერორისტულ თავდასხმას გმობს და ქვეყანას სრულ სოლიდარობას უცხადებს.

„ღრმად შეშფოთებული ისრაელში ბოლო ესკალაციისა და უდანაშაულო ადამიანების დაკარგვით. საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს ამ რთულ მომენტებში. ტერორს და არაადამიანურ მოპყრობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს თანამედროვე სამყაროში,“ - წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.


„ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, სიცოცხლის ხელყოფასა და უამრავი ადამიანისთვის სერიოზული დაზიანებების მიყენებას. გულითადად თანავუგრძნობ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს, ხოლო ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,“ - წერს თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე.

„მკაცრად ვგმობთ საზარელ ტერორისტულ თავდასხმას ისრაელის სახელმწიფოზე, რამაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა და გამოვხატავთ სოლიდარობას ისრაელის მთავრობისა და ხალხის მიმართ. ჩვენი ფიქრები ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებთან და ახლობლებთანაა. ყველა დაშავებულს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას,“ – ასევე აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც X-ზე (ყოფილი Twitter-ი) გავრცელდა.