თამარ ჟვანიას გადადგომას ცესკოში არ ადასტურებენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე არ ადასტურებს ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

შარაბიძის განცხადებით, თამარ ჟვანია თანამდებობაზე რჩება.

„მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი.თამარ ჟვანია არ გადამდგარა. კიდევ ერთხელ ცალსახად ვადასტურებ, რომ თამარ ჟვანია იმყოფება სამუშაოზე, ის ახორციელებს თავის უფლებამოსილებას", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი შარაბიძემ.