მიანმარის საპროტესტო აქციების დროს თავის არეში დაჭრილი გოგო გარდაიცვალა

მიანმარის საპროტესტო აქციების დროს თავის არეში დაჭრილი გოგო გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გოგოს გარდაცვალების ფაქტს, მისი ოჯახის წევრები ადასტურებენ. ეს პირველი მსხვერპლია, რომელიც მიანმარში სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ გამართულ ორკვირიან საპროტესტო აქციებს მოჰყვა.

20 წლის მია თვე ქაინი 9 თებერვლის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. მიანმარის დედაქალაქ ნაიფიიდოში გამართული აქციის დროს, მას თავის არეში ესროლეს.

გავრცეებული ინფორმაციით, 20 წლის გოგოს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და მისი ჭრილობა რეზინის ტყვიის მიერ მიყენებული არ ყოფილა. იმავდროულად, პარტია "დემოკრატიის ეროვნული ლიგის" (NLD) სპიკერმა კიი ტომმა განაცხადა, რომ მოტოციკლის ჩაფხუტი, რომელსაც გოგო ატარებდა, ტყვიამ გახვრიტა.