22 თებერვლიდან ჩეხეთში, ხალხმრავალ ადგილებში რესპირატორების ან ერთდროულად ორი პირბადის ტარება იქნება სავალდებულო. ამის შესახებ ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ინფორაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მინისტრი თქმით, სახლშიო დამზადებული ნიღბები და ნაჭრის პირბადეები თავდაცვის საშუალებად აღარ ჩაითვლება. კონკრეტული ადგილები, თუ სად იქნება სავალდებულო ორი პირბადის ტარება სავალდებულო, ორშაბათს დაზუსტდება.
ჩეხეთში გამკაცრებული ზომები 22 თებერვლიდან ამოქმედდება.
როგორც ცნობილია, გამკაცრებული ზომები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში იმოქმედებს. ასევე რეკომენდებულია სამედიცინო ნიღბის ტარება სამსახურშიც.