ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა თავდასხმები, იყო დაძაბულობა და ომები, მაგრამ ეს კრიზისი განსხვავებული და საშიშია - უპირველეს ყოვლისა, ისრაელის მხრიდან მძევლების დიდი რაოდენობის, მაგრამ ასევე - ისრაელის მხარეს მსხვერპლის მზარდი რაოდენობის გამო. ამის შესახებ BBC ანალიზს გვთავაზობს.
ანალიტიკურ სტატიაში მედია ხაზს უსვამს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ იქნება დიდი ზეწოლის ქვეშ მისი მემარჯვენე მთავრობის მხრიდან, რათა გააკეთოს ის, რასაც ის და ისრაელის სხვა ლიდერები წარსულში თავს არიდებდნენ - ძირითადი სახმელეთო შეტევის წარმოება ღაზაში - უფრო მეტიც, ტერიტორიის ხელახალი ოკუპაცია, საიდანაც მისმა ჯარები 2005 წელს გაიყვანეს.
„ჰამასი„ ასევე მზად არის ბრძოლისთვის - მისმა ძლიერმა თავდასხმამ რეზონანსი გამოიწვია ისრაელის შეზღუდვებით დაღლილ პალესტინელებში, რომლებიც გაბრაზებულები არიან პალესტინის თვითმმართველობაში საკუთარი ლიდერებით.
ეს კრიზისი ასევე ემთხვევა იმ დროს, როდესაც ისრაელი და შეერთებული შტატები საუდის არაბეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ იმის შესახებ, სამეფოსთვის რა იქნებოდა მთავარი ნაბიჯი ებრაული სახელმწიფოს აღიარების კონტექსტში. „ჰამასმა“ ახლა შეახსენა ყველას, რომ ისინი ჯერ კიდევ გასათვალისწინებელი ძალაა და ჯერ კიდევ არის გადასაჭრელი ძირითადი საკითხები,“ - წერს BBC.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“ და "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელის სამხედროებმა ჯარების მასიურად გაძლიერების ბრძანება გასცეს. ისრაელი ღაზაზე ინტენსიურ საჰაერო თავდასხმებს ახორციელებს. ასევე გეგმავს სახმელეთო ოპერაციას.