10-მდე აქტივისტი, რომლებიც პარლამენტთან კარავს შლიდნენ, პოლიციამ დააკავა

სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს პარლამენტთან აქციას მართავენ. ისინი 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან გაშლილი კარვის პარლამენტის შენობის წინ გადმოტანა სცადეს. პოლიციამ მათ ამის განხორციელებაში ხელი შეუშალა და დაახლოებით 10-მდე პირი დააკავა.

ქალაქო აქტივისტებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის შენობის წინ ხელახლა სცადეს კარვის გაშლა. სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალებას არ მისცეს და კარავი წაართვეს.