საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ აცხადებს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი კონცენტრირებულნი არიან კავშირების განმტკიცებასა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაზე,-ამის შესახებ
„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. საქართველო და აზერბაიჯანი კონცენტრირებულნი არიან კავშირების განმტკიცებასა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაზე.
ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ ვახდენთ პოტენციური ერთობლივი პროექტების გამოვლენას ვაჭრობის, ენერგეტიკის, მდგრადი და ინფრასტრუქრურული განვითარების სფეროებში. ილჰამ ალიევს დავუდასტურე საქართველოს მხარდაჭერა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართულებით,” - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი სამუშაო ვიზიტით საქართველოში 8 ოქტომბერს იმყოფებოდა.