ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა

ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტსაბჭოს მთავრობის განახლებული შემადგელობა წარუდგინა.

მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტში ორი ახალი მინისტრი იქნება წარდგენილი. დანარჩენი მინისტრები კი დაკავებულ თანამდებობაზე დარჩებიან.

თავდაცვის მინისტრის თანამდებობას მოქმედი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს, მისი პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.

„კაბინეტის განახლებული შემადგენლობა საქართველოს პარლამენტს უკვე წარვუდგინეთ და კენჭისყრა კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში გაიმართება. ბოლოს, მე მინდა ქალბატონ მაია ცქიტიშვილს გულწრფელი მადლობა გადავუხადო მისი ერთგული სამსახურისთვის, ჩვენი ქვეყნისათვის გაწეული არაჩვეულებრივი საქმიანობისთვის, რომელიც ცხრა ცლის განმავლობაში ემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას და არაერთ მთავრობას, უკვე ხუთი პრემიერ - მინისტრის მთავრობას და მე მინდა, მას კიდევ ერთხელ, ჩვენი გუნდის სახელით და პირადად ჩემგან გულწრფელი მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.