ისრაელმა შეაჩერა წარმოება („თამარი“) გაზის საბადოზე მის სამხრეთ სანაპიროზე და მისი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საწვავის ალტერნატიულ წყაროებს მოებნის. ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტრომ რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე განაცხადა.
ამერიკულმა Chevron-მა (CVX.N), რომელიც საბადოს მართავს, დაადასტურა, რომ მას სამინისტრომ დაავალა, დაეხურა საბადო, რომელიც ისრაელის ელექტრო გენერატორებისა და ინდუსტრიისთვის გაზის ძირითადი წყაროა. Chevron-ის თქმით, ისრაელის უდიდესი ოფშორული გაზის საბადო, ლევიათანი ნორმალურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
„თამარის“ ოპერატორი Chevron-ი, 25%-იან წილს, Isramco - 28,75%-ს, UAE-ის Mubadala Petroleum-ი - 22%-ს, Tamar Petroleum (TMRP.TA) - 16,75%-ს, Dor Gas - 4% სდა Everest - 3,5%- ს.
„თამარის“ საბადო ლევანტის ნავთობისა და გაზის აუზში, ლევანტის ზღვის შელფზეა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილია და ისრაელი-ლიბანის საზღვაო საზღვრის მახლობლად მდებარეობს. ისრაელის მთავრობამ ჯერ კიდევ ორი წლის წინ გააფრთხილა ამერიკული კომპანია, რომ ღაზის სექტორის ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ სარაკეტო დაბომბვების ერთ-ერთ სამიზნეს გაზის საბადო წარმოადგენს.