საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემისა და იკა მელიას საქმის მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებბს ეხმაურება და შეურაცხმყოფელ, დაუსაბუთებელ, ცრუ ბრალდებებს უწოდებს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აღნიშნულ თემაზე დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა.
საბჭოს განცახდებით, ამ დღეებში სასამართლოსა და საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ განხორციელებული ცილისმწამებლური კამპანია გასცდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს და ცრუ ბრალდებებსა და პირად შეურაცხყოფაში გადაიზარდა.
"საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისის ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისათვის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ ნიკანორ მელიასათვის აღკვეთის ღონისძიების - გირაოს პატიმრობითშეცვლის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
გვსურს საზოგადებას განვუმარტოთ, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ დაარღვია აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულიგირაოს პირობები. მისთვის ცნობილი იყო ის სამართლებრივი შედეგები, რაც ახლავს გირაოს პირობების დარღვევას. მან გაცნობიერებულად და მიზანმიმართულად აარიდა თავიკანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, რის თაობაზეც არაერთხელსაჯაროდ განაცხადა.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გირაოსპირობების მიზანმიმართულად/გაცნობიერებულად დარღვევა და კანონის მოთხოვნების აშკარა უგულებელყოფა ერთმნიშვნელოვნად არის აღკვეთის ღონისძიების - გირაოსპატიმრობით შეცვლის საფუძველი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიბრალდებულის მიერ გირაოს პირობების ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, სხვაალტერნატიული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას არ იძლევა.
ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოუწოდებსყველას, თავი შეიკავონ სასამართლოს პოლიტიზირებისა და დისკრედიტაციისმცდელობისგან. სასამართლო არ დაუშვებს შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელებას და გარკვეული ჯგუფების დაუსაბუთებელი ბრალდებების თავიდანაცილების მიზნით კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფას", - აღნიშნულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.