ევროკავშირმა ვაქცინების ხელმისაწვდომობის მექანიზმის (COVAX) დაფინანსების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
ვაქცინების ხელმისაწვდომობის მექანიზმის (COVAX) ფონდში შენატანი ევოკავშირმა მილიარდ ევრომდე გაზარდა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მისი თქმით, დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის ვაქცინების მიწოდება მალე დაიწყება, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუზუსტებია.
„თუ მსოფლიო უსაფრთხოდ არ იქნება, უსაფრთხოდ ჩვენც ვერ ვიქნებით. ამიტომაც ევროკავშირი აორმაგებს COVAX-ის ფონდში შენატანს“, აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
დღეს ასვე ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ COVAX-პლატფორმას 4 მილიარდი დოლარით დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს. თეთრი სახლის ინფორმაციით, COVAX-ი ოთხ მილიარდ დოლარს 2021-2022 წლებში მიიღებს.