აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გაეროში ირანის სანქციებს აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
The Associated Press-ის ინფორმაციით, გაეროში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, რიჩარდ მაილსმა 18 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭოს შეატყობინა რომ აშშ-ს უკან გააქვს პტრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სამი წერილი, რომლის საფუძველზეც აშშ-მ ირანის წინააღმდეგ გაერო-ს სანქციები განაახლა.
მაილსის წერილის The Associated Press-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, წერილში წერია, რომ სანქციების ზომები, რომლებიც 2015 წელს, უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დასრულდა და პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევით სექტემბერში აღდგა, „კვლავ მოხსნილია“.