აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში უპასუხეს ლავროვის განცხადებას სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის მიზნებთან დაკავშირებით. კერძოდ, ჟურალისტმა ტრადიციულ ბრიფინგზე დასვა შეკითხვა, რომ სერგეი ლავროვმა გამოაქვეყნა სტატია სამინისტროს ვებგვერდზე, რომლითაც აშშ-ს ადანაშაულებს სამხრეთ კავკასიის საკითხებში, მათ შორის მთიანი ყარაბაღის საკითხებში ჩარევაში და საუბრობს „გეოპოლიტიკურ ამბიციებზე.“
„ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენი ერთადერთი მიზანი სამხრეთ კავკასიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობაში, არის გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა და, რა თქმა უნდა, მთიანი ყარაბაღის ხალხის ჰუმანიტარული საჭიროებებისა და უფლებების დაცვა,“ - განაცხადა მილერმა.
კითხვას იმის შესახებ, რომ უფროსი მრჩეველი ლუის ბონო იმყოფება რეგიონში და ის შეხვდა აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებს, მილერმა დამატებითი დეტალებით არ უპასუხა.