აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ წინ აღუდგება რუსეთის მცდელობებს, დაემუქროს და დაჩაგროს სხვა ქვეყნები.
მიუნხენის კონფერციაზე სიტყვით გამოსვლისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკა დაბრუნდა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ განაახლებს NATO-სადმი ერთგულებას, ალიანსის, რომელსაც ტრამპი მუდმივად აკრიტიკებდა.
ბაიდენმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა უკრაინის მხარდაჭერისკენ რუსეთისგან მომდინარე საფრთხის გათვალისწინებით. ვირტუალურ კონფერენციაზე ამერიკის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ კრემლი თავს ესხმის აშშ-ის დემოკრატიას, რათა სისტემას გამოუთხაროს ძირი.
"რუს ლიდერებს სურთ, ხალხი ფიქრობდეს, რომ ჩვენი სისტემა ყველაზე კორუფციულია, თუმცა მსოფლიომ იცის, რომ ეს სიმართლე არ არის", - აღნიშნა ბაიდენმა.