ნეთანიაჰუ ბაიდენს ისრაელის „ურყევი მხარდაჭერისთვის“ მადლობას უხდის

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ძალიან ახლოდან” ადევნებს თვალს ისრაელში მიმდინარე მოვლენებს. აშშ ისრაელს მხარში უდგას. ბაიდენი ნეთანიაჰუ ტელეფონით ისევ ესაუბრა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ საუბარში ასევე მონაწილეობდნენ ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი და სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი.


„ამ თავდასხმამ ზედაპირზე ძალიან მტკივნეული მოგონებები და ნაიარევები ამოატივტივა, რომლებიც ათასწლეულის განმავლობაში ანტისემიტიზმმა და ებრაელი ხალხის მიმართ გენოციდმა შექმნა... და ამ მომენტში ძალიან მკაფიო უნდა ვიყოთ: ტერორიზმს გამართლება არ აქვს,” - განაცხადა ჯო ბაიდენმა CNN-ის ცნობით. მან გაიმეორა აშშ-ის “ურყევი” ერთგულება ებრაელი ხალხის უსაფრთხოებისადმი.

თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ცნობით, ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს ისრაელის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აშშ-ისა და ისრაელის ლიდერების ეს უკვე მეოთხე სატელეფონო საუბარი იყო „ჰამასის" ისრაელზე თავდასხმისა და ომის დაწყების შემდეგ.