ბაიდენი ნეთანიაჰუსთან საუბრის შემდეგ: აშშ მზადაა, ისრაელის მთავრობასა და ხალხს მხარდაჭერის ყველა საშუალება შესთავაზოს

ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მზადაა, ისრაელის მთავრობასა და ხალხს მხარდაჭერის ყველა საშუალება შესთავაზოს.

„დღეს დილით ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ისრაელში საზარელი მიმდინარე თავდასხმების შესახებ. შეერთებული შტატები ცალსახად გმობს ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის” ტერორისტების მიერ განხორციელებულ ამ საშინელ თავდასხმას. პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს განვუცხადე, რომ მზად ვართ, შევთავაზოთ მხარდაჭერის ყველა შესაბამისი საშუალება ისრაელის მთავრობასა და ხალხს. ტერორიზმი არასოდეს არის გამართლებული. ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი და ხალხი. შეერთებული შტატები აფრთხილებს ისრაელისადმი მტრულად განწყობილ ნებისმიერი სხვა მხარეს, რომელიც ამ სიტუაციაში სარგებელს ეძებს. ჩემი ადმინისტრაციის მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისთვის მტკიცე და ურყევია,“ - აცხადებს ჯო ბაიდენი.