ბაიდენი ნეთანიაჰუს: აშშ-ის მეტი დახმარება ისრაელისკენ მოემართება

აშშ-ს დამატებითი დახმარება ისრაელისკენ მიემართება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს კვირას განუცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა შეატყობინა პრემიერ მინისტრს ბოლო 24 საათის განმავლობაში შეერთებული შტატების მიერ ისრაელის მხარდასაჭერად განხორციელებული ინტენსიური დიპლომატიური ჩართულობის შესახებ,“ - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.


„პრეზიდენტმა ასევე გადასცა დამატებითი დახმარება ისრაელს. ის ახლა ისრაელისკენ მიმავალ გზაზეა და უახლოეს დღეებში უფრო მეტი დახმარება იქნება. ბაიდენმა კიდევ ერთხელ გამოხატა თანაგრძნობა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, დაჭრილთა და დაღუპულთა მიმართ და განიხილა ძალისხმევა, რათა ისრაელის სხვა კონკურენტებმა არ ისარგებლონ სიტუაციით, ნათქვამია სტატიაში. სავარაუდოდ, ორი ლიდერი კონტაქტზე დარჩება უახლოეს დღეებში,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკის შეერთებულ შტატებს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ხომალდები გადაჰყავს.