საპარლამენტო ფარქცია „ევროპელი სოციალისტები“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით დაგეგმილ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიირებენ.
როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, მათი ფრაქცია კენჭისყრის დროს თავს შეიკავებს.
„ირაკლი ღარიბაშვილი გახლავთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის მიერ წარდგენილი კანდიდატურა. რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება, ამას დრო აჩვენებს. ეს არის მმართველი პარტიის პრეროგატივა. აქედან გამომდინარე, შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს. „ევროპელი სოციალისტების“ საპარლამენტო გუნდი ღარიბაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებისგან თავს შეიკავებს“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
18 თებერვალს პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმაც განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას მათი პარტია მხარს არ დაუჭერს.
ამ დროისთვის პარლამენტში სულ ორი ოპოზიციური პარტია იმყოფება - "მოქალაქეები" და "ევროპელი სოციალისტები"