მოლდოვის პრეზიდენტმა რუსეთს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე უწოდა, რომელსაც ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაცია სურს.
მოლდოვას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია რუსეთს პირველად მოიხსენიებს, როგორც საფრთხეს.
- „რუსეთის ფედერაცია და მისი მარიონეტები მოლდოვის რესპუბლიკაში, საფრთხის ყველაზე საშიში და მუდმივი წყაროა, რასაც შეიძლება, მძიმე შედეგები მოჰყვეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობისთვის.“
თუ სტრატეგია მიიღება (ის უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა, რომ ოფიციალურ დოკუმენტად იქცეს), მთავრობა შეძლებს, მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის დასავლელ პარტნიორებთან სამხედრო წვრთნების გზით.
„პირველად, ჩვენ ნათლად და ღიად ვაცხადებთ, რომ რუსეთი არის ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. [დოკუმენტი] ასევე ხაზს უსვამს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას ევროკავშირთან, აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან და NATO-ს სხვა წევრებთან,“ - განმარტა სანდუმ.