ახალი კვლევების თანახმად, Pfizer-ის ვაქცინის ჩვეულებრივ სამედიცინო მაცივარში შენახვა შესაძლებელი გახდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Financial time ავრცელებს.
სტაბილურობის მონაცემები, რომელიც კომპანიამ აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოს წარუდგინა, აჩვენებს, რომ ვაქცინის დოზის შენახვა ჩვეულებრივ სამედიცინო საყინულეში შეიძლებ -150C-დან -250C-მდე. მანამდე კი შენახვის მოთხოვნები -600C-დან -800C-მდე ტემპერატურას საჭიროებდა.
უგურ საჰინმა, BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა, რომ ვაქცინის უფრო მაღალ ტემპერატურაზე შენახვის შესაძლებლობა ვაქცინაციის ცენტრებს მეტ მოქნილობას მისცემს. მისივე თქმით, კომპანია განაგრძობს ახალი შემადგენლობების შემუშავებას, რათა ვაქცინის დოზების ტრანსპორტირება და გამოყენება კიდევ უფრო გამარტივდეს.