"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ხვალიდნა ის მუშაობას აგრძელებს და თბილისის სხვადასხვა ნაწილში გეგმავს გადაადგილებას.
მისივე თქმით, ხვალ ლიეტუვის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან პარტიის ოფისში შეხვედრას გამართავს.
„10:30 საათზე მაქვს შეხვედრა ლიეტუვის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან, რომელიც ხვალ დილით ჩამოფრინდება თბილისში. გაიმართება შეხვედრა. მოდის პარტიის ოფისში. ამის შემდეგ ვაპირებ გასვენებაში მისვლას, იქიდან მოსვლას. შემდეგ შეხვედრების გამართვას. ჩვეულებრივად ვმუშაობ. მოსკოვის პროსპექტზე მივდივარ ხვალ გასვენებაში. დათო ჟღენტს გარდაეცვალა ბაბუა“, - განაცხადა ნიკა მელიამ პირველი არხის ეთერში.
შეგახსნეებთ, რომ 17 თებერვლას სამსართლომ ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო. პოლიციამ დაკავების მიზნით, ნიკა მელიას "ნაციონალური მოძრაობის", ოფისში მიაკითხა, მაგრამ პარტიის წევრებმა და აქტივისტებმა მათ მელიას დაკავების შესაძლებლობა არ მისცეს. პარტიის ლიდერები აცხადებდნენ რომ პოლიციას წინააღდეგობას გაუწევდნენ და ნიკა მელიას დაპატიმრების უფლებას არ მისცემდნენ. აღნიშნული მოვლენების შემდეგ, მეორე დღეს, 18 თებერვალს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა და მიზეზად მელიას საქმეზე "ქართულ ოცნებასთან" შეუთანხმებლობა დაასახელა. პრემიერის გადადგომის შემდეგ კი შსს-მ გაავრცელა განცხადება რომ შექმნილი ვიტარებიდან გამომდინარე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავების პროცესი დროებით გადადეს.