ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივისცემა მკაფიო სიგნალს აგზავნის: სამართლიანი სასჯელი მოსკოვის წარსული და ამჟამინდელი დანაშაულისთვის, გარდაუვალია,“ - აღნიშნა ზელენსკიმ თავის გზავნილში.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, 2005 წელს აღიარა.
2018 წლის 3 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად არის აღიარებული.