აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მთავარმა რესპუბლიკელმა წევრმა, მაიკლ მაკკოლმა და ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა გრეგორი მიკსმა საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.
ისინი საქართველოს ყველა პოლიტიკურ მხარეს დემოკრატიის პრინციპების პატივსცემისა და კონსტრუქციულ დიალოგში ჩაბმისკენ მოუწოდეს.
"თბილისში პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პროგრესს, რისთვისაც ქართველმა ხალხმა იბრძოლა. ჩვენ ყველა მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს დემოკრატიის პრინციპებს და ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში, რაც მელიასთან დაკავშირებულ მოვლენებს მშვიდობიანად გადაწყვეტს.
ძლიერი და გამძლე ქართული დემოკრატია, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობასა და მრავალპარტიულ სისტემას, მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე, რეგიონის სტაბილურობისთვის", - წერია განცხადებაში.