თბილისში ზოგიერთ დასახლებას დღეს წყალმომარაგება 24 საათის განმავლობაში შეეზღუდება

თბილისში ზოგიერთ დასახლებას დღეს წყალმომარაგება 24 საათის განმავლობაში შეეზღუდება, რის შესახებაც ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ დღეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ლილოს წყალმომარაგების რეზერვუარზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოს ჩაატარებს.

კომპანიის ცნობით, გადაუდებელი ტექნიკური სამუშაო დღეს, 13 ოქტომბერს, 10:00 საათზე დაიწყება და 24-საათიანი ინტენსიური რეჟიმით შესრულდება.


„აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა აუცილებელია, რის გამოც, დღეს, 13 ოქტომბერს, დილის 10:00 საათიდან, 14 ოქტომბრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში - ლილოს დასახლების I, II მიკრორაიონებს, I კვარტალს, II კვარტლის N1-8 და IV-V კვარტლებს, სტურუას, აფხაზავას, ნამორაძის, ლეონტი მროველის, გოკიელის, კამოს (ტყემალაძის), მეკოკიშვილის, კუპრაძის, ხვედელიანის, იგოთის, გრიგორაშვილის, ბარდაველის, დავითაშვილის, შანშიაშვილის, თვალჭრელიძის, რუსთაველის, დავითაშვილის, ახვლედიანისა და მიმდებარე ქუჩებს, კახეთის გზატკეცილის ნაწილს, სოფელ დიდ ლილოს.

ორხევის, თეთრიხევის, აეროპორტის, ქვემო ალექსეევკას, ვარკეთილის მეურნეობის, სადგური ლილოს, ლოჭინის მიმდებარე დასახლებებს. სოფელ გამარჯვების ნაწილს, წინუბანს, ნასაგურს და ვაზიანის სამხედრო დასახლებას.

წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge,“- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.