პეტრო პოროშენკო კორონავირუსისგან განიკურნა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კორონავირუსისგან განიკურნა.

პოროშენკო მკურნალ ექიმებს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მათი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად ის კვირა-ნახევარში გამოჯანმრთელდა.

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს COVID-19, 3 ოქტომბერს დაუდასტურდა. ვირუსი მის შვილსაც გამოუვლინდა.