„საქსტატი“: იანვარ-სექტემბერში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.6%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15 919.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.6 პროცენტით მეტია.


სტატისტიკის თანახმადვე, ექსპორტი 4 607.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 12.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 11 312.3 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 18.3 პროცენტით).

„საქსტატის“ ინფორმაციით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-სექტემბერში 6 705.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.1 პროცენტია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გამოქვეყნდება.