პეკინში ისრაელის საელჩოს თანამშრომელს თავს დაესხნენ - ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პეკინში ისრაელის საელჩოს თანამშრომელი თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დიპლომატის მდგომარეობა სტაბილურია.

უწყებაში აცხადებენ, რომ თავდასხმის მოტივზე, რომელიც საელჩოზე არ მომხდარა, გამოძიება მიმდინარეობს.

ისრაელის ხელისუფლება საზღვარგარეთ მყოფ ისრაელელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან „ჰამასი“ „მრისხანების დღეს“ აანონსებს.