იტალიისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები, ანტონიო ტაიანი და ანალენა ბერბოკი ისრაელში სოლიდარობის ნიშნად ჩავიდნენ.
ისინი ისრელელ კოლეგას, ელი კოენს შეხვდნენ.
„ეს არის ყველაზე ცუდი დღე ებრაელი ხალხისთვის ჰოლოკოსტის შემდეგ," - განაცხადა კოენმა.
ისრაელში დღეს, 13 ოქტომბერს ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა, ასევე, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსიტნი ჩავიდნენ. უფრო ადრე კი, ისრაელს აშშ-ის სახელნწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია.