26-ე საზღვაო საექსპედიციო განყოფილება, სწრაფი რეაგირების ძალა, რომელსაც შეუძლია, განახორციელოს სპეციალური ოპერაციები, ემზადება იმ შემთხვევისთვის, თუ ისრაელთან მიახლოების ბრძანებას მისცემენ, რათა იქ აშშ-ის ძალების პოზიციები გააძლიეროს. ამის შესახებ CNN-ს აშშ-ის რამდენიმე ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.
ამერიკული მედია წერს, რომ დანაყოფი, რომელიც ამჟამად USS Bataan-ის ამფიბიური თავდასხმის გემზე იმყოფება, 2000-ზე მეტი საზღვაო ქვეითისა და მეზღვაურისგან შედგება - ისინი ფართომასშტაბიანი ევაკუაციის მხარდაჭერას შელებენ. საზღვაო საზღვაო ექსპედიციური ნაწილისთვის მისიის აუცილებელ ამოცანებს შორის არის ევაკუაციის ოპერაციები და ჰუმანიტარული დახმარება. „ოფიციალური პირების თქმით, დანაყოფს მსგავსი ბრძანება ჯერ არ მიუცია. მაგრამ თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს ბოლო დღეებში, რომ პენტაგონს შეეძლება, დამატებითი ძალებისა და აქტივების შედინება რეგიონში საჭიროებისამებრ, რადგან ისრაელი აგრძელებს ომს ტერორისტული ჯგუფის „ჰამასის“ წინააღმდეგ,“ - წერს CNN.
26-ე საზღვაო საექსპედიციო განყოფილება და USS Bataan-ი ჯგუფის ნაწილი, რომელიც რეგიონში ივლისში, ომანის ყურესა და მიმდებარე წყლებში ირანის გაზრდილი აგრესიის საპასუხოდ განლაგდა.
7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა.
12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.
13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.