ნიკა მელია: ნიკა მელიას ხელზე ოკუპანტის ბორკილი არ დაიდება, ეს მისია არის შეუსრულებელი

"აღსანიშნავია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ვიზიტი მარტო არ ემსახურება ნიკა მელიას მხარდაჭერას. ეს არის ვიზიტი, რომელიც ემსახურება დემოკრატიის გადარჩენას", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელია ლიეტუვის სემის წევრთან ზიგიმანტას პავილიონთან შეხვედრის შემდეგ.

ნიკა მელიას თქმით, შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ "ქართული ოცნების" უკანდახევაა, რაც ხელახალი არჩევნების დანიშვნაში უნდა გამოიხატოს.

"ახლა, როცა, პრაქტიკულად, ალყაში ვართ, ჩამოდის ერთ-ერთი სტრატეგიურული პარტნიორი ქყვეყნის გამორჩეული ლიდერი და გთავაზობს თანამშრომლობას, ეს არის მისასალმებელი. ვიზიტიცაა და ვიზიტიც. ეს ვიზიტი ახლა არ იყო დაგეგმილი, მომდევნო თვეში იგეგმებოდა, მაგრამ ვადაზე ადრე შედგა, ფორსმაჟორული სიტუაციის გამო.

"ქართულ ოცნებას" აქვს ერთადერთი გამოსავალი - უკანდახევა. დროზე უნდა მიხვდნენ, რომ ნიკა მელიას ხელზე ოკუპანტის ბორკილი არ დაიდება, ეს მისია არის შეუსრულებელი. ცვლილებების გარეშე ქვეყანა ვერ ჩადგება კალაპოტში და ერთადერთი ცვლილება არის სამართლიანი რიგგარეშე არჩევნები. ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის ვადამდელი არჩევნები", - განაცხადა ნიკა მელიამ.