სოჭის ცაზე საჰაერო თავდაცვა გააქტიურდა - რუსეთი შავი ზღვის თავზე დრონების ჩამოგდების შესახებ იუწყება - მედია

სოჭის მერმა, ალექსეი კოპაიგოროვსკიმ 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ ადგილობრივმა საჰაერო თავდაცვამ დილით შავი ზღვის თავზე ორი დრონი ჩამოაგდო. კოპაიგოროვსკის თქმით, ქალაქში მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.

„ქალაქში მსხვერპლი და ნგრევა არ არის. აეროპორტი და ყველა საკურორტო სისტემა ნორმალურად მუშაობს,“ - წერს სოჭის მერი.


კრემლის მიერ მხარდამჭერმა რუსულმა ტელეგრამ არხმა Mash-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც თითქოს ჩანს საჰაერო თავდაცვის მუშაობა ადლერზე, სოჭის ყველაზე სამხრეთ რაიონში. ადლერის მცხოვრებლების თქმით, რომელსაც Mash-ი ციტირებს, მათ გაიგეს ხუთი ან ექვსი აფეთქების ხმა, რასაც ზოგიერთ დასახლებაში ელექტროენერგიის გათიშვა მოჰყვა. თუმცა, კოპაიგოროდსკის არაფერი უთქვამს თავდასხმის შედეგად ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ. ზოგიერთი წყაროს ცნობით, აფეთქებების ხმა ოლიმპიურ პარკთან და სოჭის ცენტრშიც კი ისმოდა. ამ ცნობას გამოცემა Осторожно, новости წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმა დაადასტურა და განაცხადა, რომ რუსეთის კრასნოდარის მხარეს, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ორი დრონი ჩამოაგდეს.

უკრაინული მედია წერს, რომ ამ ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ მოხერხდა.