ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 396 ადამიანს დაუდასტურდა, 469 გამოჯანმრთელდა, 19 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 18015, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 11021, PCR ტესტით - 6994.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ჯამში 268 097 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 261 066 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 425 კი გარდაიცვალა.
396 ახალი შემთხვევიდან 170 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 8, იმერეთი - 59, ქვემო ქართლი - 11, შიდა ქართლი - 41, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 27, კახეთი - 32, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,2%, ბოლო 14 დღის - 2,6%, ბოლო 7 დღის - 2,4%
კარანტინის რეჟიმში - 281. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1769. კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 228.