პოლონეთის მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობა“ ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლისთვის იბრძვის, მისი მთავარი კონკურენტი კი ოპოზიციური კოალიცაა, რომელსაც პოლონეთის ყოფილი პრემიერი და ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი მართავს.
საარჩევნო კამპანიის დროს ტუსკმა პირობა დადო, რომ შეამსუბუქებს აბორტის საწინააღმდეგო მკაცრ კანონებს და გააუმჯობესებს ლგბტქ+ ადამიანების უფლებებს. მისივე თქმით, გააუმჯობესებს ურთიერთობებს ბრიუსელთან, რომელიც, მისი შეფასებით, პარტია „კანონი და სამართლიანობის“ მთავრობამ დააზიანა.
ხმის მიცემის უფლებით 18 წელზე უფროსი ასაკის 29 მილიონი პოლონელი სარგებლობს. მათ ქვედა პალატის, ანუ სეიმის 460 წევრი და სენატის 100 წევრი 4 წლის ვადით უნდა აირჩიონ.
პოლონეთის მასშტაბით 31 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი დღეს, ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 21:00 საათზე დაიხურება. საზღვარგარეთ კი 400-ზე მეტი საარჩევნო უბანი იმუშავებს.