რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე ვაქცინა CoviVac-ი დაარეგისტრირა

რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე ვაქცინა, CoviVac-ი, დაარეგისტრირა, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრამ მიხეილ მიშუსტინმა განაცხდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ახალი ვაქცინა „ჩუმაკოვის იმუნური და ბიოლოგიური პროდუქტების კვლევისა და განვითარების ფედერალური სამეცნიერო ცენტრის“ მიერაა შექმნილი.

”დღეს რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც უკვე აქვს COVID19- ის საწინააღმდეგო 3 ვაქცინა”, - თქვა პრემიერ მინისტრმა მიშუსტინმა.

როგორც პრემიერ მინისტრი აცხადებს, CoviVac-ის ვაქცინის გამოყენება მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

ცნობისთვის, რუსეთმა პირველი ვაქცინა - Sputnik V-ი- გასული წლის 11 აგვისტოს დაარეგისტრირა, მეორე, EpiVacCorona, კი - ოქტომბერში.