ეგზიტპოლების მიხედვით, პოლონეთის მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ - „კანონი და სამართლიანობა“ - პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა, თუმცა არასაკმარისი იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩეს.
Ipsos-ის თანახმად, პარტიამ - „კანონი და სამართლიანობა“ ხმების 36.8%-ი მოიპოვა, ოპოზიციურმა კოალიციამ კი - 31.6%-ი.
იმ შემთხვევაში, თუ ეგზიტპოლის შედეგები გამართლდა, დონალდ ტუსკის „სამოქალაქო კოალიციას“ მმართველი კოალიციის შექმნის უკეთესი შანსი აქვს, რაც ქვეყანაში იაროსლავ კაჩინსკის პარტია „კანონი და სამართლიანობის“ რვაწლიან მმართველობას დაასრულებს.
„პოლონეთმა გაიმარჯვა, დემოკრატიამ გაიმარჯვა. ეს არის ცუდი დროების დასასრული, ეს არის პარტია „კანონი და სამართლიანობის“ მთავრობის დასასრული,“ - აღნიშნა დონალდ ტუსკმა ეგზიტპოლის შედეგებზე კომენტირებისას.
ტუსკის თქმით, პოლონეთში კვირას ჩატარებული არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი კომუნიზმის დაცემის შემდეგ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლონეთის მომავლისთვის ევროკავშირში.