16 ოქტომბერს დღის ბოლოდან 17 ოქტომბრის დღის ბოლომდე, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
„ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.