"ვაღიარებ, რომ შენობიდან გასულიც ვიყავი და შემოსულიც ვარ", - ასე უპასუხა "ერთიანი ნაციოალური მოძრაობის" ტავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტების კითხვას, აპირებს თუ არა შენობის დატოვებას იმ პირობებში, როცა არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება მისი დაპატიმრების შესახებ.
აღნიშნული განცხადება მელიამ ლიეტუვის პარლამენტის წევრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
“დიახაც, ვაღიარებ, რომ შენობიდან გასულიც ვიყავი და შემოსულიც ვარ. თუ სად ვიყავი გასული, ამის დამადასტურებელი ვიდეოც და ფოტო მასალაც მოგეწოდებათ. სწორედ ამიტომაც არიან შეწუხებულები ხელისუფლებაში და ამოწმებენ საბარგულს თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომელიც ტერიტორიას ტოვებს. ერთ რამეს ნამდვილად ვპირდები: ისე არ გავალ ამ შენობიდან, რომ საბარგულში მოვთავსდე”, – თქვა მან.