ბელგიის პოლიციამ განაცხადა, რომ ბრიუსელის ცენტრში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. მათ საფეხბურთო ფორმა ეცვათ.
მედიაში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ კაცი სადგურის მახლობლად, დიდი იარაღის გამოყენებით რამდენჯერმე ისვრის.
ბელგიური მაუწყებლების ცნობით, დაღუპულები შვედები არიან.
დღეს შვედეთის ეროვნული ნაკრებისა და ბელგიის საფეხბურთო მატჩი უნდა გამართულიყო.
BBC წერს, რომ უცნობია, ისინი მატჩზე დასასწრებად იყვნენ თუ არა ბელგიაში ჩასულები.
პოლიციის სპიკერმა აღნიშნა, რომ ოფიცრები მალე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და გზა გადაკეტეს.
მან სროლის გარემოებების დაზუსტებაზე უარი თქვა.
Washington Post-ი წერს, რომ ევროპაში უსაფრთხოების თვალსაზრისით მეტ სიფრთხილეს იჩენენ ისრაელ-ჰამასის მიმდინარე ომის გამო.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 20 წლის ახალგაზრდა პოლიციამ დააკავა, თუმცა BBC წერს, რომ ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.