კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ვისურვებდი, რომ ის იყოს ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის დამასრულებელი

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას სამთავრობო ცვლილებები შეაფასა და გაწეული საქმიანობისთვის გიორგი გახარიას და მაია ცქიტიშვილს მადლობა გადაუხადა.

კახა კალაძემ წარმატებები უსურვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს და იმედი გამოთქვა, რომ ის შეძლებს საზოგადოების პოლარიზაციას წერტილი დაუსვას.

"მინდა, ირაკლის წარმატებები ვუსურვო. ვისურვებდი, რომ ის ყოფილიყოს ქვეყნის და საზოგადოების გამაერთიანებელი და დამასრულებელი არსებული პოლარიზაციის, რაც ძალიან ცუდია ქვეყნისთვის და მისი განვითარებისთვის. რაც შეეხება ქალბატონ მაიას, ეს იყო მისი გადაწყვეტილება. მადლობა მას გაწეული საქმიანობისთვის. მინდა გიორგი გახარიას მადლობა გადავუხადო, ის იყო ჩვენი ქვეყნის პრემიერი და მადლობა მას", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.