ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ ისრაელი არ გაჩერდება, ვიდრე „ჰამასი“ სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობებს არ გაანადგურებს.
„პრემიერმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ისრაელს თავს დაესხნენ ბოროტი და სასტიკი მკვლელები. ისრაელმა მათ ომი გამოუცხადა და არ გაჩერდება, სანამ არ გაანადგურებს „ჰამასის“ სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობებს,“ - ნათქვამია ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში.
კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ „რუსეთი მზად არის, ხელი შეუწყოს დიპლომატიური საშუალებებით კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებას.“
ბენიამინ ნეთანიაჰუმდე რუსეთის პრეზიდენტი პალესტინის ხელისუფლების, სირიის, ირანისა და ეგვიპტის ლიდერებს ესაუბრა და ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტის ესკალაციის საკითხი განიხილა.