"საქართველო ან ლიტვის გზით წავა, ან ის ბელარუსად გარდაიქმნება", - განაცხადა ლიეტუვის სეიმის წევრმა ზიგიმანტას პავილიონისმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პავილიონისის თქმით, თუ საქართველო ლიტვის გზით წავა, ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების დიდი შანსი აქვს.
"მე შევხვდი ნიკა მელიას და მე შევხვდები ყველა პოლიტიკურ ლიდერს და მთავრობის წარმომადგენელს და მე ერთ რამეს ვიტყვი, ლიტვა საქართველოს კარგი და ძველი მეგობარია, ჩვენ არასდროს მიგვიტოვებია საქართველო ყველაზე ბნელ დროსაც კი, და ჩვენ მზად ვართ, შევთავაზოთ ჩვენი შუამავლობა. მაგრამ, დიალოგისთვის გჭირდება პარტნიორი, პარტნიორი არ შეიძლება დაპატიმრებული იყოს, ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ნიკა მელიას გირაო პოზიტიურად გადაწყდება და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ შუამავლობა გავუწიოთ მთავრობას, ნიკას და მთელ ოპოზიციას. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ საქართველომ ეს შანსი უნდა გამოიყენოს, რადგან ეს არჩევანია - ან საქართველო წავა ლიტვის გზით, ან ის ბელარუსად გარდაიქმნება. თუ ის ლიტვის გზით წავა, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების დიდ შანსს ვხედავ", - განაცხადა პარლამენტის წევრმა.
მისი თქმით, თუ საქართველოში რეპრესია და კონფლიქტი გაგრძელდება საქართველო NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს დაკარგავს.
"როდესაც ჩვენ შევდიოდით ევროკავშირსა და ნატოში მარჯვენა და მარცხენა მხარე ყოველთვის ერთად მიდიოდა, ჩვენ არასდროს დაგვიპატიმრებია ვინმე. მაგრამ, თუ რეპრესია და კონფლიქტი გაგრძელდება, თუ ეს პირდაპირ წინ წასვლის გზაა, საქართველო შანსებს გამოტოვებს. და არის სხვა ქვეყნები, რომლებმაც შეიძლება წარმატება მიაღწიონ, უკრაინა და მოლდოვა, ვნახოთ. მაგალითად, ესტონეთი იყო ერთადერთი, ვინც წარმატებას მიაღწია, 1987 წელს მიიწვიეს ევროკავშირში და ჩვენ, ლიტვამ და ლატვიამ ეს გავაკეთეთ 1990 წელს, ამიტომ, მხოლოდ საუკეთესო გაწევრიანდება. ამიტომ, ეს თქვენი არჩევანია, გინდათ, იყოთ საუკეთესო, პროცესის ლიდერი ან გინდათ იყოთ მსხვერპლი სხვადასხვა შიდა და გარე თავდასხმების და თქვენ დარჩებით სხვადასხვა ძალებთან ერთად რეგიონში, რომლებიც გაგგლეჯენ. თქვენ უკვე დაზარალდით ომით, თქვენ მართლა გინდათ, რომ ამ სტატუს-კვოში იცხოვროთ, რაც არაფერს მოიტანს? რადგან ჩვენ ვიცით ეს ჩვენი გამოცდილებით, ან შეუერთდებით ევროკავშირს და ნატოს, ან დაიღუპებით, ამიტომ თქვენ არ გაქვთ სხვა ალტერნატივა. ამიტომ, თუ არ გაქვთ სხვა ალტერნატივა, გთხოვთ, ილაპარაკეთ ერთმანეთთან, შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესიები, გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, შეაჩერეთ სასამართლო საქმეები, რაც ამ დიალოგის შექმნას საშუალებას არ აძლევს და დაიწყეთ ხიდების შენება მომავლისკენ. ჩვენ თქვენ დასახმარებლად მზად ვარ" - განაცხადა ლიეტუვის სეიმის წევრმა.