იტალიის პოლიციამ ჩრდილოეთ ნაწილში ანტი-ტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ეგვიპტის მოქალაქე და ეგვიპტური წარმოშობის იტალიის მოქალაქე დააკავა.
დაკავებულებს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა და თავდასხმის ორგანიზება ედებათ ბრალად.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანტონიო ტაიანის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ტერორისტული აქტის მოწყობის საფრთხე არ არსებობს, თუმცა იტალიის პოლიცია და თავდაცვის ძალები მუდმივ მზადყოფნაში არიან.