უკრაინამ პუტინთან დაკავშირებულ ოლიგარქს სანქციები დაუწესა

უკრაინამ ვიქტორ მედვედჩუკს, პოლიტიკაში გავლენიან პირს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარს და კიევის მთავარი პრორუსული პარტიის ლიდერს. სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ალექსი დანილოვმა, პრეზიდენტის ბრძანებით დაწესებული ზომების შესახებ, 19 თებერვალს განაცხადა. მისი თქმით, მედვედჩუკი და შვიდი სხვა სანქცირებული პირი, მათ შორის მედვედჩუკის მეუღლე ოქსანა მარჩენკო და ჯგუფთან ასოცირებული 19 კომპანია, ეჭვმიტანილები არიან ტერორიზმის დაფინანსებაში. სანქცირებული პირებიდან რამდენიმე რუსეთის მოქალაქეა.

სანქციებით სამი წლით გაიყინა წყვილის ქონება და მათ უკრაინაში ბიზნესის წარმოება შეეზღუდათ.

”სანქციები დაწესებულია იმ აქტივებზე, რომლებიც ბატონ მედვედჩუკს ეკუთვნის”, - თქვა დანილოვმა.

ივან ბაკანოვმა, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ სანქციები დაწესდა დაზვერვის საფუძველზე, რომ აღნიშნული პირები და კომპანიები აღმოსავლეთის რეგიონებიდან ქვანახშირის კონტრაბანდაში მონაწილეობდნენ, რომელსაც რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებენ. ასევე ისინი სამ ადგილობრივ პრორუსულ სატელევიზიო არხის აფინანსებდნენ, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით დაიხურა.