ღაზის სექტორში, საავადმყოფოში აფეთქების შემდეგ პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენთან შეხვედრა გააუქმა. შესაბამის ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს.
აბასი იორდანიის მეფე აბდულა II-სა და ეგვიპტის პრეზიდენტ, აბდელ ფატაჰ ელ-სისისაც უნდა შეხვედროდა.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, „„ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილი რაკეტის გამო, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა.“ საერთაშორისო მედიის ცნობით, მომხდარს ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.