მოსკოვის საქალაქო სასამართლომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საჩივარი არ დააკმაყოფილა და პატიმრობაში დატოვა. ხოლო პატიმრობის ვადა 50 დღით შეუმცირა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ნავალნის თქმით, მისთვის პატიმრობის მისჯა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა.
2 თებერვალს პოლიტიკოსს 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.
"მათ სასჯელი 1.5 თვით შეამცირეს. დიდებულია!" - ასე გამოეხმაურა ალექსეი ნავალნი სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ამჟამად, ნავალნიმ ციხეში 2 წელი, 6 თვე და 2 კვირა უნდა გაატაროს და 2023 წლის ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში გათავისუფლდება.