საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხის განხილვის პროცესში, დეპუტატების მიერ მისთვის შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.
„სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ არ სურს კითხვებზე პასუხის გაცემა. ჩვენ ვერ დავავალდებულებთ მომხსენებელს და მათ შორის, თანამომხსენებელს,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამ დროისთვის სხდომაზე ტექნიკური შესვენებაა გამოცხადებული.