უკრაინამ შეერთებული შტატებისგან მიიღო ყველა დაპირებული ტანკი მიიღო. აშშ-მ უკრაინაში Abrams-ის ტიპის 31 ტანკი გაგზავნა.
კიევმა ასევე მიიღო საბრძოლო მასალა და ტანკების სათადარიგო ნაწილები. ამერიკელი სამხედრო ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შესაძლოა, Abrams-ებს ბრძოლის ველზე განლაგებამდე გარკვეული დრო დასჭირდეს, რადგან სამხედროებმა უნდა გადაწყვიტონ, სად და როდის გამოიყენონ ტანკები ბრძლოლის ველზე.
Abrams-ის ტიპის პირველი ტანკები უკრაინას სექტემბერში გადაეცა.